შინაარსზე გადასვლა

ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაძარი — საკულტო ნაგებობა ღვთისმსახურებისა და რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესასრულებლად. ტაძრის სახე და მისი განვითარების ისტორია განპირობებულია არა მარტო საკულტო მოთხოვნილებებით, არამედ სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის განვითარების დონით და შესაბამისად ატარებს მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ ხასიათს.

ძველ ქართულ ძეგლებში ტაძარი გვხვდება როგორც უფლის (ღმერთის) სახლის, სამლოცველო სახლის (ეკლესია), ისე უფლის (მეფე, მთავარი) რეზიდენციის, სასახლის, მნიშვნელობით. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა — ეზო, პალატი, დარბაზი, სასახლე, სადგომი. მეფის ან მთავრის სასახლესთან იყო მუდმივად მყოფი სამხედრო-სამეურნეო მსახურეულ პირთა შტატი — ტაძრეული.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy