შინაარსზე გადასვლა

ჟირონა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჟირონა
Gerona

ქალაქის საერთო ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
მუნიციპალიტეტი ხერონა
შიდა დაყოფა 9
კოორდინატები 41°59′00″ ჩ. გ. 2°49′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 2.81667° ა. გ. / 41.98333; 2.81667
ქალაქის მერი მართა მადრენასი (2016)[1]
დაარსდა ძვ.წ. 79
ადრეული სახელები ჟერუნდა
ფართობი 39,1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 76
ოფიციალური ენა კატალანური ენა[2]
მოსახლეობა 100 266 კაცი (2018)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +34 972
საფოსტო ინდექსი 170xx
საავტომობილო კოდი GI
ოფიციალური საიტი www2.girona.cat
ჟირონა — ესპანეთი
ჟირონა

ჟირონა (ესპ. Gerona) — ქალაქი ესპანეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის ავტონომიურ რეგიონში. ხერონის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი დაყოფილია 9 ადმინისტრაციულ ნაწილად და მდებარეობს ბარსელონიდან 99კმ-ში. ქალაქი ერთ-ერთი უდიდესია კატალონიის მასშტაბით.

ქალაქის ისტორია იწყება უძველესი დროიდან, დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ.წ. 79 წელი. თავადპირველად აქ სახლობდნენ აუსტინელები (ანტიკური ხანის იბერიული ეთნოსი). ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო ჟერუნდა. აქ სახლობდნენ იბერები. მოგვიანებით აქ რომაელებმა ააშენეს ციტადელი რომელსაც დაერქვა ჟერუნდა, სწორედ ასე ეწოდა ქალაქსაც. ვესტგუთებმა დაიპყრეს ჟირონა, იქამდე ქალაქი ექვემდებარებოდა მავრებს (715 წელი). 785 წელს ქალაქი დაიბრუნა კარლოს დიდმა. მე-12 საუკუნეში ქალაქში ებრაელები დასახლდნენ, ისინი დღესაც ქალაქში ცხოვრობენ, მათი დასახლების ძირითადი არეალი ებრაელთა უბანი.

ქალაქში არსებული საფეხბურთო კლუბი „ჟირონა“ ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში.

ქალაქში მდებარეობს ჟირონას უნივერსიტეტი.

ქალქში მდებარეობს ჟირონა-კოსტა ბრავას აეროპორტი. აეროპორტი ქალაქის ცენტრისაგან 10 კილომეტრით სამხრეთითაა დაშორებული.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა ფელიქსის ეკლესია
  • ჟირონას კათედრალი
  • დამოუკიდებლობის მოედანი
  • კინო-მუზეუმი
  • წმინდა ფელიქსის ეკლესია
  • ონიარი
  • ეიფელის ხიდი

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ajuntament de Girona. Generalitat of Catalonia.
  2. art.6 // (unspecified title)
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy