ჟირონა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჟირონა Gerona | |||||
ქალაქის საერთო ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
მუნიციპალიტეტი | ხერონა | ||||
შიდა დაყოფა | 9 | ||||
კოორდინატები | 41°59′00″ ჩ. გ. 2°49′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 2.81667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მართა მადრენასი (2016)[1] | ||||
დაარსდა | ძვ.წ. 79 | ||||
ადრეული სახელები | ჟერუნდა | ||||
ფართობი | 39,1 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 76 მ | ||||
ოფიციალური ენა | კატალანური ენა[2] | ||||
მოსახლეობა | 100 266 კაცი (2018) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +34 972 | ||||
საფოსტო ინდექსი | 170xx | ||||
საავტომობილო კოდი | GI | ||||
ოფიციალური საიტი | www2.girona.cat | ||||
ჟირონა (ესპ. Gerona) — ქალაქი ესპანეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის ავტონომიურ რეგიონში. ხერონის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი დაყოფილია 9 ადმინისტრაციულ ნაწილად და მდებარეობს ბარსელონიდან 99კმ-ში. ქალაქი ერთ-ერთი უდიდესია კატალონიის მასშტაბით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ისტორია იწყება უძველესი დროიდან, დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ.წ. 79 წელი. თავადპირველად აქ სახლობდნენ აუსტინელები (ანტიკური ხანის იბერიული ეთნოსი). ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო ჟერუნდა. აქ სახლობდნენ იბერები. მოგვიანებით აქ რომაელებმა ააშენეს ციტადელი რომელსაც დაერქვა ჟერუნდა, სწორედ ასე ეწოდა ქალაქსაც. ვესტგუთებმა დაიპყრეს ჟირონა, იქამდე ქალაქი ექვემდებარებოდა მავრებს (715 წელი). 785 წელს ქალაქი დაიბრუნა კარლოს დიდმა. მე-12 საუკუნეში ქალაქში ებრაელები დასახლდნენ, ისინი დღესაც ქალაქში ცხოვრობენ, მათი დასახლების ძირითადი არეალი ებრაელთა უბანი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებული საფეხბურთო კლუბი „ჟირონა“ ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს ჟირონას უნივერსიტეტი.
აეროპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალქში მდებარეობს ჟირონა-კოსტა ბრავას აეროპორტი. აეროპორტი ქალაქის ცენტრისაგან 10 კილომეტრით სამხრეთითაა დაშორებული.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟირონას კათედრალი
- დამოუკიდებლობის მოედანი
- კინო-მუზეუმი
- წმინდა ფელიქსის ეკლესია
- ონიარი
- ეიფელის ხიდი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეჯიო ემილია (იტალია)
- ალბი (საფრანგეთი)
- ბლუფილდსი (ნიკარაგუა)
- პერპიგნანი (საგრანგეთი
- ფარსია (დასავლეთ საჰარა)
- ნუევა ხერონა (კუბა)
- ნეშვილი (აშშ)
- ვეიკფილდი (დიდი ბრიტანეთი)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2019-03-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ajuntament de Girona. Generalitat of Catalonia.
- ↑ art.6 // (unspecified title)