დრეზდენის ბრძოლა (გერმ.Völkerschlacht bei Leipzig) — ნაპოლეონის ომების ერთ-ერთი ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საფრანგეთი და მეექვსე კოალიცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მოკავშირე არმიები. გაიმართა 1813 წლის 26-27 აგვისტოს.
ბოჰემიის არმიამ (ფელდმარშალი კარლ შვარცენბერგი) აგვისტოს ბოლოს ნაპოლეონის მთავარი ძალების ზურგში სამხრეთიდან შეუტია დრეზდენს. 26 აგვისტოს მოკავშირეთა 70-ათასიანმა ავანგარდამ შეავიწროვა გუვიონ სენ-სირის კოპუსი, რომელიც დრეზდენს იცავდა. საშველად მოსულმა ნაპოლეონის მთავარმა ძალებმა მოკავშირეთა წინსვლა შეაჩერა, ხოლო 27 აგვისტოს დაარტყა მოკავშირეთა მარცხენა ფრთას და უკუაგდო იგი. შვარცენბერგმა უკან დახევა დაიწყო, მას იფარავდა გენერალ ა. ოსტერმან-ტოლსტოის არიერგარდი, რომელმაც 29-30 აგვისტოს კულმთან დაამარცხა დადევნებული ფრანგები. დრეზდენის ბრძოლა ნაპოლეონის უკანასკნელი გამარჯვება იყო 1813 წლის კამპანიაში.