Ouya
Ouya | |
---|---|
შემქმნელი | Ouya, Inc |
ტიპი | მიკროკონსოლი |
თაობა | მერვე თაობა |
გამოშვების თარიღი | 2013 |
თავდაპირველი ფასი |
99 აშშ დოლარი 99 გირვანქა სტერლინგი |
შეწყდა | 27 ივლისი, 2015 |
ოპერაციული სისტემა | Android (4.1 Jelly Bean) |
სისტემური ჩიპი | Nvidia Tegra 3 (T33)[1][2] |
პროცესორი | 1.7 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A9 |
მეხსიერება | 1 გბ DDR3 SDRAM |
მეხსიერების საცავი | 8 გბ, 16 გბ |
მონიტორი | 1x HDMI (720p, 1080p) |
გრაფიკა | Nvidia GeForce ULP GPU |
ხმა | HDMI (ARC), 2.0 არხი |
შეტანა |
1x USB 2.0 1x Micro USB (PC-ზე მისაერთებლად)[3] |
კონტროლერის შეტანა | უსადენო კონტროლერი |
კავშირი |
Wi-Fi 802.11 b/g/n Bluetooth LE 4.0 Ethernet-ის პორტი |
ზომა | 75 მმ (2.95 ინჩი)[3] |
საიტი | ოფიციალური (დაარქივებული) |
Ouya (/ˈuːjə/ OO-yə; სტილიზებული როგორც OUYA[4] — Android-ზე დაფუძნებული მერვე თაობის მიკროკონსოლი, შექმნილი კომპანია Ouya Inc-ის მიერ. კონსოლზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს ჯული ურმანის ხელმძღვანელობით.[5][6] პროექტი 8 მილიონი აშშ-დოლარით თანადაფინანსდა საიტ Kickstarter-ის მეშვეობით.
Ouya ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი შეიქმნა 2013 წლის 25 ივნისს. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენა 99 აშშ დოლარს. იგი გამოიყენებდა ARM Cortex-A9-ის ოთხბირთვიან ცენტრალურ პროცესორს 1.7 გჰც ტაქტური სიხშირით, 1 GB DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას, Nvidia GeForce-ის სერიის გრაფიკულ პროცესორს და სტანდარტულ გეიმპადს ანალოგური ჩხირით.
კონსოლისთვის შეიქმნა სპეციალური ონლაინ-მაღაზია აპლიკაციებისა და თამაშების გადმოსაწერად. მისი თამაშების უმეტესობა კაზუალური ჟანრისაა. მას აქვს Twitch.tv-ის და XBMC-ის მედია-პლეერის მხარდაჭერა.[6] მუშაობს Android Jelly Bean-ის გაუმჯობესებულ ვერსიაზე. 2014 წლის 31 იანვარს გამოვიდა კონსოლის შავი ვერსია, რომელსაც ჰქონდა გაორმაგებული შიდა მხესიერება და განახლებული კონტროლერი.
მიუხედავად წარმატებული კამპანიისა, Ouya-ს დაბალმა გაყიდვებმა[7] სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა კომპანია Ouya Inc.-ს, რამაც გამოიწვია მისი გაკოტრება. 2015 წელს Ouya Inc. შეისყიდა კომპანია Razer Inc.-მა, ხოლო იმავე წლის ივლისში კონსოლის წარმოება შეწყდა.[8] Razer აგრძელებდა კონსოლის პორგრამულ მხარდაჭერას 2019 წლის ივნისამდე. მას შემდეგ Ouya მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად.[9][10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Ouya“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- Ouya — ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკა
- Ouya — The Guardian
- Ouya — Lifewire
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bierton, David. (11 აგვისტო, 2012) How Powerful is Tegra 3?. Eurogamer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2013. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ Kelly, Christina. EXCLUSIVE OUYA Interview with YOUR Questions!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2012.
- ↑ 3.0 3.1 Previous update. OUYA: A New Kind of Video Game Console by OUYA. Kickstarter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.
- ↑ OUYA: A New Kind of Video Game Console (Embedded FLV). Ouya via Kickstarter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი,, 2012. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2012.
- ↑ How OUYA Created a Trending Brand in Less than a Day. Momentum Media Marketing (25 ივლისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
- ↑ 6.0 6.1 Launched: 10 ივლისი, 2012. (July 10, 2012) OUYA: A New Kind of Video Game Console by OUYA — Kickstarter. Kickstarter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი, 2012. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
- ↑ Ouya game sales figures released: It doesn't look good for Android console gaming - ExtremeTech (23 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
- ↑ Razer Inc.. (27 ივლისი, 2015) Razer Acquires OUYA Software Assets. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2015. ციტატა: „Razer is not retaining interest in OUYA hardware“ ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
- ↑ Ouya: A Look Back (31 მაისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
- ↑ The stillborn revolution: Ouya fails to sell, developer seeks buyout - ExtremeTech (2 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2016.
|
|