შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთი მატაბელელენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ჩრდილოეთი მატაბელელენდი
ინგლ. Matabeleland North Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
კოორდინატები 19°00′00″ ს. გ. 27°30′00″ ა. გ. / 19.00000° ს. გ. 27.50000° ა. გ. / -19.00000; 27.50000
დაარსდა 1974
ფართობი 75 025 კმ²
მოსახლეობა 749 017 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 9,98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

ჩრდილოეთი მატაბელელენდი (ინგლ. Matabeleland North Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ლუპანე.

ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 75 025 კმ²-ს.

მსხვილი ქალაქებია — ლუპანე, ჰვანგე და ვიქტორია-ფოლსი. პროვინციის ძირითადი მოსახლეობა მიეკუთვნება მატაბელეს ხალხს.

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 749 017 ადამიანს[1][2][3][4].

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 1992 2002 2012
470 539 640 967 701 359 749 017

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინციის რაიონები.
ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინციის რაიონები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • ბინგა
  • ბუბი
  • ჰვანგე
  • ლუპანე
  • ჩოლოჩო
  • ნკაი
  • უმგუზა

ჩრდილოეთი მატაბელელენდის პროვინციის ეკონომიკისათვის არსებობს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო — ქვანახშირის მსხვილი საბადო ჰვანგესთან ახლოს, რომელიც ზიმბაბვეს ფოლადის დამამზადებელი წარმოების განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ასევე ტურისტული ბიზნესი — რადგანაც პროვინციაში მდებარეობენ ზიმბაბვეს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ვიქტორიის ჩანჩქერი და ჰვანგეს ეროვნული პარკი.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy