შინაარსზე გადასვლა

ვალიდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალიდ I (არაბ. الوليد بن عبد الملك) (დ. 668 — გ. 715) — ომაიანთა დინასტიის ხალიფა 705-715 წლებში, რომლის ზეობაშიც დაიწყო არაბთა დამპყრობლური ომების მეორე ეტაპი. არაბებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი ნაწილი - მაღრიბი და 709 წელს ატლანტის ოკეანეს მიაღწიეს. 711 წელს ბერბერებთან ერთად გადავიდნენ პირენეს ნახევარკუნძულზე და მის დაპყრობას შეუდგნენ. 706 წელს დაიპყრეს შუა აზია და ჩინეთის საზღვარს მიუახლოვდნენ. ირანის აღმოსავლეთი ნაწილისა და ავღანეთის ნაწილის დაპყრობის შემდეგ 709 წელს შევიდნენ სინდში (მდინარე ინდის ქვემოთში), რომელიც სახალიფოს შეუერთეს. ვალიდ I-ის დროს დამასკოში ააშენეს ომაიანთა საკათედრო მეჩეთი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყველაზე ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლად რჩებოდა მუსლიმურ სამყაროში. მაჰმადის საფლავზე მედინაში აკლდამის ნაცვლად მეჩეთი ააგეს და სხვ.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy