შინაარსზე გადასვლა

ბულიმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა.

ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. ანორექსიით დაავადებული პაციენტებისგან განსხვავებით, ბულიმიით დავადებულების წონა ნორმალურისა და ნორმალურზე მეტს შორის მერყეობს, რაც მათ საშუალებას აძლევთ დამალონ თავიანთი მდგომარეობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy