შინაარსზე გადასვლა

აბსცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბსცესი

აბსცესი (ლათ. abscessus — „ჩირქგროვა“) — შემოსაზღვრული, ჩირქოვანი, ანთების შედეგად წარმოშობილი, გრანულაციური ქსოვილით ამოფენილი ჩირქით სავსე პათოლოგიური ღრუ.

აბსცესის მიზეზად სახელდება ჩირქმბადი მიკრობების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) ქსოვილებში შეჭრა და ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების (სკიპიდარი, ნავთი) მოხვედრა.

აბსცესი შეიძლება იყოს ზედაპირული, ღრმა, მოუმწიფებელი (ცივი), მომწიფებული (ცხელი), მეტასტაზური, ჩამოწრეტილი და სხვა.

  • ზედაპირული აბსცესი – იოლად მიმდინარეობს, ადვილად გამოიცნობა, იშვიათად რთულდება, ხშირად გარეთ იხსნება.
  • ღრმა აბსცესი – მძიმედ მიმდინარეობს, ძნელად გამოიცნობა, ხშირად რთულდება.
  • მწვავე აბსცესი – ამ დროს კარგადაა გამოხატული ანთების ნიშნები. დროთა განმავლობაში განიცდის მომწიფებას.
  • ცივი აბსცესი – ქრონიკული მიმდინარეობით ხასიათდება, ნელ–ნელა ხდება მისი მომწიფება. ამდროს ანთების ძირითადი ნიშნები სუსტადაა გამოხატული, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება და ტკივილი უმნიშვნელოა, აბსცესი ფორმდება ჰიპერალერგიული რეაქციის ფონზე, ფერხდება გრანულაციური ბარიერის წარმოშობა.

ცივი აბსცესის სახეა ჩამოწრეტილი ფორმა. ის არსებული აბსცესიდან წარმოიშობა სხეულის დაშორებულ უბნებში ჩირქის ჩამოდინებით.

pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy