შინაარსზე გადასვლა

დარვინი (ავსტრალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:35, 9 ივნისი 2023-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქალაქი
დარვინი
ინგლ. Darwin
დროშა გერბი

ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორია ჩრდილოეთი ტერიტორია
კოორდინატები 12°28′00″ ს. გ. 130°50′00″ ა. გ. / 12.46667° ს. გ. 130.83333° ა. გ. / -12.46667; 130.83333
მმართველი Kon Vatskalis
დაარსდა 1869
ადრეული სახელები პალმერსტონი
ფართობი 112,01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 72 930 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 651,10 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9:30
სატელეფონო კოდი +61 8
საფოსტო ინდექსი 0800
ოფიციალური საიტი darcity.nt.gov.au
დარვინი (ავსტრალია) — ავსტრალია
დარვინი (ავსტრალია)

დარვინი (ინგლ. Darwin) — ქალაქი ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის დედაქალაქი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ დარვინის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 72 930 ადამიანს[1]. შედეგად დარვინი ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ავსტრალიის ნაკლებად დასახლებულ ჩრდილოეთ ტერიტორიაზე და ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყნის შტატებისა და ტერიტორიების დედაქალაქებს შორის.

ქალაქი პრაქტიკულად ორჯერ ხელახლა აშენდა. პირველად იაპონიის ავიაციის მიერ დარვინის დაბომბვის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს და მეორედ ტრეისის დამანგრეველი ციკლონის შემდეგ 1974 წელს. აღდგენის შემდეგ ითვლება ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ქალაქად არქიტექტურის მხრივ.

დარვინი მდებარეობს ტიმორის ზღვის სანაპიროზე. ქალაქი აშენებულია დაბალ დაქანებულ ნაპირზე, დარვინის უბის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან ფრენსისის და დასავლეთიდან კულენის ყურით. ქალაქის დიდი ნაწილი — დაბლობი და სწორია. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს პლაჟები. დარვინი მდებარეობს 3137 კმ-ში კანბერიდან, 656 კმ-ში დილიდან, 1818 კმ-ში პორტ-მორსბიდან და 2700 კმ-ში ჯაკარტიდან. ქალაქიდან 171 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კაკადუს ეროვნული პარკი.

დარვინის კლიმატი ტროპიკულია, მკაფიოდ გამოყოფილი მშრალი და ნოტიო სეზონებით. მშრალი სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, ამ დროს აღინიშნება თბილი, მზიანი ამინდი, საშუალო დღიური სინოტივე შეადგენს მხოლოდ დაახლოებით 30 %-ს. ამ დროს წვიმები საკმაოდ იშვიათობაა. ყველაზე ცივი თვეებია — ივნისი და ივლისი, ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 14 °С-მდე, და საკმაოდ იშვიათად — ცოტა უფრო დაბლაც. ყინვები არასდროს არ აღნიშნულა. წვიმების სეზონი ხასიათდება მუსონებით და ტროპიკული ციკლონებით. ნალექების დიდი ნაწილი მოდის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში. წვიმიანი სეზონის დროს ნალექები ყოველდღიურად არ მოდის, აღინიშნება თბილი ან ცხელი ამინდი. წელიწადში ყველაზე ცხელი თვეა — ნოემბერი. ნალექების საშუალო წლიური ნორმა შეადგენს 1728 მმ-ს.

ნალექების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა, რომელიც როდესმე მოსულა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ადგილობრივმა მეტეოროლოგიურმა ბიურომ დააფიქსირა 2011 წლის 16 თებერვალს და შეადგინა 367,6 მმ. 2011 წლის თებერვალი ასევე იყო ყველაზე ნოტიო თვე, როდესაც ნალექების საერთო თვიურმა რაოდენობამ მაშინ შეადგინა 1110,2 მმ.

დასახლებები ევროპელების მოსვლამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარაკის ენობრივი ჯგუფის აბორიგენები დარვინის ტერიტორიაზე სახლობდნენ ევროპულ კოლონიზაციამდე საკმაოდ ადრე. ამ ტერიტორიის გავლით გადიოდა სავაჭრო გზები, რისი მეშვეობითაც ადგილობრივი აბორიგენები ვაჭრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, გზავნიდნენ საქონელს სამხრეთ და დასავლეთ ავსტრალიაში. სანაცვლოდ აზიური საქონელი შემოდიოდა ავსტრალიის ყველაზე შორეულ რეგიონებში.

XVII საუკუნეში ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროებს ესტუმრნენ ნიდერლანდელები. მათ შეადგინეს ამ მიწების პირველი ევროპული რუკები; აქედან იღებს საფუძველს ტერიტორიების ისეთი ნიდერლანდური სახელწოდებები, როგორებიცაა არნემ-ლენდი და გრუტ-აილენდი, რომელიც ძველ ჰოლანდიურ ენაზე ნიშნავს «დიდ კუნძულს».

პირველი ბრიტანელი, რომელმაც 1839 წელს დაინახა დარვინის ნავსაყუდელი, იყო სამეცნიერო-საკვლევი გემის — «ბიგლის» ლეიტენანტი ჯონ ლორტ სტოქსი. გემის კაპიტანმა, კომანდორმა ჯონ კლემენტს უიკჰემმა, პორტს ბრიტანელი ნატურალისტის, რომელიც ორივე მათგანთან ერთად უფრო ადრე დაცურავდა ჩარლზ დარვინის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს, პატივსაცემად დაარქვა ჩარლზ დარვინის სახელი[2].

1897 წლის იანვარში ქალაქს თავს დაატყდა ძლიერი ქარიშხალი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 28 ადამიანი. ქარის სიჩქარე აღწევდა 200 კმ/საათს. ამ დროს ქალაქი მთლიანად განადგურდა.

1901 წელს ავსტრალიის კავშირის დაარსებამდე ჩრდილოეთ ტერიტორიაზე საწყის ეტაპზე სახლდებოდნენ და მას მართავდნენ სამხრეთი ავსტრალიიდან. 1869 წლის 5 თებერვალს, სამხრეთი ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა ჯორჯ გოიდერმა, დააარსა პატარა დასახლება 135 მამაკაცისა და ქალის რაოდენობით. გოიდერმა დასახლებას დაარქვა პალმერსტონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, პალმერსტონის ლორდ ჰენრი ჯონ ტემპლის პატივსაცემად. 1870 წელს დარვინში დაიდგა ტელეგრაფის პირველი ბოძი, რომელიც ავსტრალიას აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან. 1880-იან წლებში ოქროს მარაგის აღმოჩენამ პაინ-კრიკში ხელი შეუწყო ახალგაზრდა კოლონიის დაჩქარებულ განვითარებას. 1911 წელს სახელი დარვინი გახდა ქალაქის ოფიციალური სახელწოდება.

1937 წელს ციკლონმა ქალაქს მოუტანა ზარალი 100 მილიონი ავსტრალიური ფუნტის ოდენობით. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 19 თებერვალს, დარვინი დაიბომბა იაპონიის ავიაციის მიერ. 1974 წლის 25 დეკემბერს ქალაქს თავს დაატყდა ტრეისის ციკლონი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 71 ადამიანი და განადგურდა 70 %-ზე მეტი ქალაქის შენობა. 30 000 ადამიანზე მეტი იქნა ევაკურებული. ქალაქ-თანამგზავრი პალმერსტონი აშენდა დარვინიდან 20 კმ-ში სამხრეთით 1981 წელს. 2003 წლის 17 სექტემბერს დამთავრდა ადელაიდა-დარვინის რკინიგზის მშენებლობა.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ დარვინის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 72 930 ადამიანს. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა აღინიშნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში. როგორც ავსტრალიის სხვა ქალაქები, 1960-70-იან წლებში დარვინში ევროპიდან მიგრაციის გამო ჩამოსახლდნენ ადამიანები, ძირითადად იტალიელები და ბერძნები, ასევე ზოგიერთი სხვა ეროვნების ადამიანები. დღეისათვის მიგრანტების ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა მოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე შეადგენენ ავსტრალიელი აბორიგენები (2006 წლის აღწერის მონაცემებით 9,7 %). დარვინის მოსახლეობის 18,3 % დაიბადა ავსტრალიის ფარგლებს გარეთ.

მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 32 წელს, რაც დაბალია ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკზე — 35 წელი. მოსახლეობაში ინგლისური ენის შემდეგ ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია: ბერძნული, იტალიური, ინდონეზიური, ვიეტნამური და ჩინური.

ქალაქის ეკონომიკის ორი ძირითადი დარგი მოიცავს სამთომომპოვებელ წარმოებას და ტურიზმს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია: ოქრო, თუთია, ბოქსიტები, მანგანუმი და სხვა. შელფზე არსებობს ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები, ამას გარდა, ქალაქის სიახლოვეს მოიპოვებენ ურანს. ტურიზმში დაკავებულია დარვინის მოსახლეობის 8 % და სავარაუდოდ ეკონომიკის ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდება. ასევე აღსანიშნავია ქალაქ დარვინში სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი რაოდენობის ყოფნა, რომელიც ასევე დასაქმების მთავარი წყაროა.

დარვინის, როგორც პორტის დანიშნულება, სავარაუდოდ, ტიმორის ზღვაში ნავთობის მოპოვების ზრდასთან, სარკინიგზო კავშირის დამყარებასთან და აზიის ქვეყნებთან სავაჭრო მოცულობის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.

დარვინის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან 13 კილომეტრში, უკავია მეათე ადგილი ავსტრალიის ყველაზე უფრო დატვირთულ აეროპორტებს შორის. აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი ერთობლივად გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის და ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAAF) მიერ.

ალის-სპრინგსი — დარვინის რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასრულდა 2003 წელს, რომელმაც ქალაქი შეაერთა ადელაიდასთან. მატარებლების მოძრაობა დაიწყო 2004 წლიდან. მატარებელ განს, რომლის მარშრუტია ადელაიდა-დარვინი რეისები აქვს კვირაში 2 ან 3 სეზონის მიხედვით. დარვინს არა აქვს საგარეუბნო სარკინიგზო რეისები. სტიუარტის შოსე დარვინს აკავშირებს ქალაქ პორტ-ოგასტასთან, რომელიც კვეთავს მთელ კონტინენტს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აქვს სიგრძე 2834 კმ.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-19.
  2. Spetner, Lee (1999). Not by Chance!. The Judaica Press, Incorporated. ISBN 1-880-58224-4. 
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy