ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2019-2020 — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 89-ე გათამაშება. სეზონი დაიწყო 2019 წლის 16 აგვისტოს და უნდა დასრულებულიყო მაისში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი ივლისში დასრულდა. ტურნირი რიგით 34-ედ მოიგო მადრიდის „რეალმა“. ჩემპიონატიდან გავარდნენ „მალიორკა“, „ლეგანესი“ და „ესპანიოლი“.