Content-Length: 145831 | pFad | https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%9D_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98

ჯო დასენი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ჯო დასენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯო დასენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოსეფ აირა დასენი
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1938
ნიუ-იორკი, აშშ.
დაბ. ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1980 (42 წლის)
პაპეეტე, ტაიტი.
გარდ. ადგილი პაპეეტე, საფრანგეთის პოლინეზია, საფრანგეთი
დასაფლავებულია Hollywood Forever Cemetery
ჟანრ(ებ)ი შანსონი, ფრანგული პოპი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
აქტიური 1966-1980
ლეიბლ(ებ)ი CBS Records
ჯო დასენი ვიკისაწყობში

ჯო დასენი (ფრანგ. Joe Dassin; სრული სახელი ჯოზეფ აირა დასენი, ინგლ. Joseph Ira Dassin; დ. 5 ნოემბერი, 1938 — გ. 20 აგვისტო, 1980) — ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი.

დაიბადა ნიუ-იორკში ფილმ-ნუარის სტილის რეჟისორის ჟულს დასენისა და ბეატრის ლონერის ოჯახში. ბავშვობა ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაატარა. თუმცა სენატორ ჯოზეფ მაკკარტის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ის და მისი ოჯახი შემდეგ ევროპაში გადადიან. ჟენევის საერთაშორისო სკოლასა და ლე როზის ინსტიტუტში სწავლის შემდეგ დასენი აშშ-ში ბრუნდება და მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს. კოლეჯის დასრულების შემდეგ საფრანგეთში მიდის. აქ რადიო სადგურში მუშაობისას ხმის ჩამწერმა სტუდიამ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერა შესთვაზა.

ადრეული 1970-იანი წლებისთვის დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთის ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა.

დასენი გულის შეტევით გარდაიცვალა 1980 წლის 20 აგვისტოს ტაიტიზე შვებულების პერიოდში. დაკრძალულია ჰოლივუდში (კალიფორნია).

ფრანგული დისკოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1][2]

წელი ალბომი ლეიბლი შენიშვნები
1966 Joe Dassin à New York CBS
1967 Les deux mondes de Joe Dassin CBS
1969 Joe Dassin (Les Champs-Élysées) CBS []
1970 Joe Dassin (La Fleur aux dents) CBS []
1971 Joe Dassin (Elle était... Oh !) CBS
1972 Joe CBS
1973 13 chansons nouvelles CBS
1974 Joe Dassin (Si tu t'appelles Mélancolie) CBS
1975 Joe Dassin (Le Costume blanc) CBS
1976 Le Jardin du Luxembourg CBS
1978 Les femmes de ma vie CBS
1978 15 ans déjà... CBS
1979 Blue Country CBS
  1. ხელახლა გამოიცა 2010 წელს „Les Essentiels“, Sony BMG.
  2. ხელახლა გამოიცა ვინილის ასლის სახით 2009 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Biography - Joe Dassin". Rfimusique.com.
  2. "Discography - Joe Dassin". Music-story.com








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%9D_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy